„თბილისში გარემოს დამაზიანებელ მშენებლობებთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა“
არქიტექტორმა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა გარემოს დამაზიანებელ მშენებლობებთან დაკავშირებით დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ვითარება ამ კუთხით ქალაქში, მართლაც, კრიტიკულია, რადგან მშენებლობები დარღვევით, მოსახლეობის ინტრესების გაუთვალისწინებლად მიმდინარეობს.
„დღეს ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ მშენებლობები მიმდინარეობს მოსახლეობის უფლებების და ჯანმრთელი გარემოს განადგურების ხარჯზე. მშენებლობები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო კომპანიების მოგებისთვის და მაღალჩინოსნების ჯიბეების გასქელებისთვის. კოეფიციენტების გაყიდვით კი ივსება ბიუჯეტი, მაგრამ კანონით ეს დაშვებული ფორმაა. იქ, სადაც რეკრეაციული ზონები ცოტაა და მწვანე საფარი პრაქტიკულად არ გვაქვს, ისტერიულად და აქტიურად ხდება კოეფიციენტების გაყიდვა. რეკრეაციულ ზონებში ნებართვების არ გაცემა ამ მთავრობის წინასაარჩევნო დაპირება იყო, ეს არა მარტო საარჩევნო დაპირება იყო, ბევრი შეხვედრა და კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მერიის მხრდან ხაზგასმული იყო, რომ სარეკრეაციო ზონებში არ გაიცემოდა მშენებლობის ნებართვები, თუმცა ასე არ მოხდა“,- განაცხადა არქიტექტორმა მარიამ ბაქრაძემ.