შალვა რამიშვილმა პროკურატურას მიმართა
ჟურნალისტმა შლვა რამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კონტაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. როგორც რამიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ჩანაწერი. ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელებს მიმართავს, განმარტოს მიზეზები, თუ რატომ გაუშვეს შემოქმდებითი ჯგუფი სამსახურიდან.
„მეგობრებო! როგორც იცით „იმედმა“ 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილი შოუს“, სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში“, ეთერში ჯერ არგასულ სერიალს „ორი დაქალი“, უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“.
დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს“ არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი.
ამასთან, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი – ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი. აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო რუსთავი 2 ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი. მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განახცადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.
მოვითხოვ “იმედის” ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას – გაეცნო თუ არა „იმედის“ ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი. ასევე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული მაშინ თქვენი ვალია აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს. ურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს. მე დასამალი აღარაფერი მაქვს!“ – წერს რამიშვილი.