დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს, რომ ფასებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილები იყვნენ.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგის მიხედვით, ტურისტების მხრიდან საქართველოზე მოთხოვნა ძალიან დიდია და წელს ტურიზმიდან შემოსავალს გაცილებით მეტს ველოდებით, ვიდრე იყო შარშან.
მისივე თქმით, შარშან ტურიზმმა დააგენერირა 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი, რაც 148 მილიონი დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს.
მისივე თქმით, წლევანდელი პირველი სამი თვე აჩვენებს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იქნება.
„რამდენიმე კვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენ ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ გვყავს არაერთი კონკურენტი ჩვენი მეზობელი და, შესაბამისად, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ფასები და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის სტუმრები, ვისაც ჩამოსვლა სურთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიდეს საქართველოში და ბილეთი იაფი ღირდეს.
„ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. 31 ივნისს პრაქტიკულად განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდში საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში იმიტომ, რომ 20.00 საათიდან 10.00 საათამდე ვიღებთ სტუმრებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები