სოსო ვახტანგიშვილი: „ეროვნული ფორუმი“ კვორუმის პრობლემას პარლამენტში არ შექმნის

მიუხედავად იმისა, რომ „ეროვნული ფორუმი“ გავიდა მმართველი კოალიციიდან და დატოვა უმრავლესობა, ის არ შექმნის კვორუმის პრობლემას და პოლიტიკურ კრიზს, რომელიც არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, – აღნიშნული განცხადება „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა, სადაც მან მიმდინარე პოლიტიკურ, საარჩევნო და კოალიციურ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ მუდმივად ვეცდებით, რომ კვორუმის პრობლემა არ იდგას. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ უმრავლესობის წიაღში ვიყავით და კოალიციის წევრები ვიყავით. ჩვენ მაშინაც ვცდილობდით და ახლაც იგივეს გავაგრძელებთ, რომ აღნიშნული პრობლემა არ დადგეს საქართველოს პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგში“,- განაცხადა ვახტანგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები