მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით პირველი სხდომა მიმდინარეობს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება კითხვარი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შესაძლო კანდიდატებს გაეგზავნებათ. უკვე მომდევნო სხდომაზე გამოცხადდებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ კითხვარს, რის შემდეგაც აღნიშნული შემადგენლობიდან დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
როგორც პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განმარტა, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესს მაგდა პაპიძეც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები