საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

Medical supplies, pills and capsules

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ავტობუსში 210 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ავტობუსს საქართველოს მოქალაქე კ.ო. მართავდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს განყოფილებას.
მებაჟე ოფიცრებმა ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ZALDIAR (40 აბი) აღმოაჩინეს „სარფის“ კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ლ.კ., რომლის პირადი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებას.
მსგავსი ფაქტი მოხდა 5 აპრილს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ტ.-ის კუთვნილი ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMAL RETARG 100 MG (20 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები