ტერორისტი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა, ევროპარლამენტში მუშაობდა

ევროპოლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი, ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟაუმე დუხმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტერორისტი იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელთანაც ევროპარლამენტმა დალაგების შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ის აღნიშნულ კომპანიაში 2009-2010 წლებში მუშაობდა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა მედია იუწყება, რომ მას მხედველობაში ჰყავდა ნაჯიმ ლააშრაუი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი. მისი ვინაობა დნმ-ის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები