ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო რეგულაციები განმარტა

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენენ, 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ და ცესკო-ს 1 აგვისტომდე მიმართონ.
როგორც ჟვანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, მედიის საარჩევნო რეჟიმი 50 დღით ადრე ირთვება. მისივე თქმით, საარჩევნო პერიოდში მედიის მონაწილეობასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებზე პასუხისმგებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა.
“პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენენ, 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ და ცესკო-ს 1 აგვისტომდე მიმართონ. ჯერჯერობით, ასეთმა მხოლოდ ერთმა პარტიამ მოგვმართა. კვალიფიციურ პარტიებს ათასი ხელმოწერის წარმოდგენის ვალდებულება აქვთ. ხოლო პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, მხოლოდ მიმართვა დასჭირდებათ”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება სიებს, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამომრჩევლის სიას ცესკოს სხვადასხვა უწყებიდან აწვდიან, ცესკო კი სიის ფორმირებასა და კომპიუტერულ დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები