სასამართლოსთან  ჩხუბის შედეგად 13 პირია დაკავებული, მათ შორის 5 მანდატურმა დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების შედეგად 13 პირია დაკავებული, მათ შორის 5 სასამართლოს მანდატურმა დააკავა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 პირი დააკავა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველები ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ჩხუბის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა ჩხუბის მონაწილე კიდევ 5 პირი აიყვანა. მათი დაკავებაც ადმინისტრაციული წესით მოხდა.
საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ დაიწყო, რომელზეც ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი განიხილებოდა. ერთმანეთს „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ასევე მისი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოს ეზოში რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, დაპირისპირება მანდატურის სამსახურის და საპარტულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები