ლეონიდ ჩერნოვეცკი განცხადებას ავრცელებს

“ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის” აქტივისტების მიერ ონლაინკრედიტების აკრძალვის შესახებ მიმდინარეობას ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მის ინიციატივას შეუერთდნენ.
„ჩვენ უკვე 20 000 მოქალაქის ხელმოწერა შევაგროვეთ, რომლებიც საქართველოში ბანდიტური ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების დახურვის მომხრენი არიან!
როგორც მარტში განვაცხადე, ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ “ბედნიერი საქართველოსთვის” ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების დახურვის მოწოდებით უკვე ერთი კვირაა, რაც მთელი თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შეგროვების პროცესი ძალიან ნაყოფიერად მიდის, მიხარია, რომ მოქალაქეები გულგრილად არ მიუდგნენ ამ საქმეს.
ხელმოწერის პროცესში მონაწილეობას იღებს ყველა: დაწყებული ახალგაზრდებიდან დამთავრებული პენსიონერებით. აბსოლუტურად ყველა, ვისაც რეგისტრაციის გასავლელად თუნდაც 5 წუთი დრო აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრობლემა ყოველ მეორე მოქალაქეს ეხება. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის – გადავწყვიტო პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ.
შემდეგი კვირიდან ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და უფრო მეტი ძალისხმევით. ყველას დიდ მადლობას გიხდით ამისთვის! ჩვენ შევაგროვებთ 500,000 ხელმოწერას და დავხურავთ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს! 8 აპრილიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას აჭარაში, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთში. შემდეგ კი გავაგრძელებთ ქუთაისში, ზუგდიდსა და სენაკში. მომავალ კვირას მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას!
თუ ჩემი გვერდის რომელიმე მკითხველს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ კეთილშობილურ აქციაში, შეგიძლიათ მომწეროთ პირადი შეტყობინება თქვენი ტელეფონის ნომრის მითითებით. ჩემი გუნდის წარმომადგენლები ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან შემდეგ ნაბიჯებს. ჩემი გუნდი, ისევე როგორც პირადად მე, მადლიერნი ვიქნებით ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საკითხის მიმართ არ დარჩება გულგრილი!” – აღნიშნულია განცხადებაში.

DSC_3514

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები