გიორგი გაჩეჩილაძე: თუ „რესპუბლიკელები“ გავიდნენ, უმრავლესობა პარლამენტში აღარ იარსებებს

თუ „რესპუბლიკელები“ გავიდნენ, უმრავლესობა აღარ იარსებებს პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და მას ჯაჭვური რეაქცია ექნება მთელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ვერტიკალში,- აღნიშნული განცხადება „მწვანეთა პარტიის“ წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ამასთან, მისივე განმარტებით, „მწვანეთა პარტია“ ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს და შესაბამისადაც იმოქმედებს.
„ჩვენ დიდი საფრთხეების წინაშე ვდგავართ. გარე საფრთხეებია, მოგეხსენებათ, რა ხდება რეგიონში, შიდა საფრთხეებიც არსებობს. ჩვენ – „მწვანეთა პარტია“ ყოველთვის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია ვიყავით და როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობუსთვის იქნება საჭირო, ისე გავაკეთებთ“, -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები