მოსამართლემ “მასტერა” პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების არგუმენტად მოსამართლემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ “მასტერა” არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან დაკავებამდე და ასევე მიმალვაში იმყოფებოდა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება. გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები