პროკურორი: როდესაც საქმე არსებით განხილვაზეა, სავალდებულო არ არის აღკვეთის ღონისძიების ე.წ. დადასტურება

როდესაც საქმე არსებით განხილვაზეა, სავალდებულო არ არის აღკვეთის ღონისძიების ე.წ. დადასტურება, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუძის, მეტსახელად „მასტერას“ ადვოკატების ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოში წარიმართება და დაიწყება არსებითი განხილვა, ამ ეტაპზე ბრალდებულის დაკავების შემთხვევაში სასამართლო პირველივე სხდომაზე, რომელიც დღეს არის ჩანიშნული, იმსჯელებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, ანუ თუ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვაა დაწყებული, არ არის სავალდებულო 48 საათში აღკვეთის ღონისძიების ე.წ. დადასტურება”, – განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ყოველ 2 თვეში ერთხელ მსჯელობს და აღნიშნული ორთვიანი ვადა სწორედ დღეს იწურება.
პროკურორის განმარტებით, გიორგი დგებუაძის ექტრადირებისთანავე სასამართლოს ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა. კუდის ყოფილი მაღალჩინოსის გიორგი დგებუძის, მეტსახელად „მასტერას“ ადვოკატები პროკურატურის მხრიდან საპროცესო ნორმების დარვევაზე საუბრობენ, საუბარია გიორგი დგებუაძის საქართველოში ჩამოყვანიდან 48 საათში აღკვეთის ღონისძიების განუხილველობაზე. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, მეტსახელად „მასტერას“ სასამართლო პროცესი დღეს იმართება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები