თემურ ჭკუასელი: „ქართული ოცნების“ რიგებში ბევრი ახალი სახე იქნება

„ქართული ოცნების“ წევრმა თემურ ჭკუასელმა, დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ ახალ სახეებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა, საარჩევნო სიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდნენ. მისივე განმარტებით, ასეთი ადამიანები უკვე მრავლად არიან. მათი შერჩევის პროცესში ჭკუასელი უშუალოდ მონაწილეობს.
„ბევრი ახალი სახეა სტარტზე. ჩემთვის ძნელია, რომ ვილაპარაკო, მაგრამ, როგორც პოლიტსაბჭოს წევრი მათ არჩევაში თავად ვმონაწილეობ. ჩემთან მოდიან ადამიანები და მოაქვთ თავიანთი ავტობიოგრაფები, CV-ები. მე მიმაქვს ეს პარტიის ოფისში. იქ გროვდება ჩამოყალიბებული ერთგვარი ბანკი და მოხდება ამ ადამიანების შერჩევა. იქ ძალიან ბევრი ახალი სახეა, თუმცა ეს ერთი პროცესია. ხომ შეიძლება ადამიანი გამოგვრჩეს და ამიტომ ის თავის თავს თვითონ გვთავაზობს. მეორე – ჩვენ თავად ვარჩევთ“,-განაცხადა ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები