პროკურორი: ექსტრადირების შემდეგ გიორგი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხდებოდა

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, გიორგი დგებუაძის დაკითხვა ექსტრადირების შემდეგ ვერ მოხდებოდა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა სასამართლოს პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიების ეტაპზე გიორგი დგებუაძე თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას და, შესაბამისად, მისი გამოძიების ეტაპზე დაკითხვა ობიექტურად შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ჩვენების მიცემას, ეს ბრალდებულის უფლებაა, მისცემს თუ არა ჩვენებას. ექსტრადირების მერე გიორგი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოშია წარგზავნილი და მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა“, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები