საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში პირველი პარტია დარეგისტრირდა
პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა. 2 აპრილს, ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ რეგისტრაციაში გაატარა. აღნიშნული პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პირველად დარეგისტრირდა. ცესკოს ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პარტიებს დარეგისტრირება პირველ აგვისტომდე შეეძლებათ.