ადვოკატი: გიორგი დგებუაძე აუცილებლად დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, „მასტერას“ ადვოკატის დავით აბესაძის განცხადებით, გიორგი დგებუაძე დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემას არ აპირებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აუცილებლად დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში.
„დღევანდელ დღეს არ ხდება არც ჩვენების მიცემა და არც რაიმე განცხადების გაკეთება. შესაბამისად, გიორგი დგებუაძე დღეს არ აპირებს ამის გაკეთებას, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებლად მისცემს ჩვენებას და აუცილებლად დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში“, – განაცხადა დავით აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება. გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში ჰოლანდიიდან ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები