იან კელი: ახალი ამბები, რომლებსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედისმომცემია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ჩანს, რომ ამ შეთანხმებას იცავენ კიდევაც, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, ახალი ამბები, რომელიც ყარაბაღის თემაზე ვრცელდება, იმედისმომცემია.
”მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ განახლდა. გუშინ ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. ასევე იგეგმება ამ თანათავმჯდომარეების სტუმრობა ბაქოში, ერევანში და ასევე მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები