მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ედვარდ ნალბანდიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ დააფიქსირა, რომ ძალზე შეშფოთებულია უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციითა და თანმდევი მსხვერპლით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს.
საგარეო საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე. სომეხ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით სიტუაციის დეესკალაციისათვის ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები