გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში საქართველოს საელჩოს ესტუმრა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბერლინში საქართველოს საელჩოს ეწვია.
დელეგაციის წევრებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა შს მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შედეგები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა ქართველ დიპლომატებს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე, ფედერალურ მიწებსა და ბუნდესტაგში გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შს მინისტრმა და საელჩოს თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს გერმანული მხარის პოზიტიური შეფასება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარმატებული საქმიანობის გამო.
შეხვედრაზე საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობასა და არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები