მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემატიკა.
ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურების განხორცილების საქმეში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.