არასრულწლოვანთან ქორწინების გამო 23 წლის მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პროკურატურამ შუახევში მცხოვრები 23 წლის გოგიტა ხიმშიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გამოძიება გოგიტა ხიმშიაშვილს არასრწულოვანთან სქესობრივ კავშირს ედავება. მან 2 წლის წინ 14 წლის თამარ აბდულიში მოიყვანა ცოლად. სამართალდამცველები ფაქტით მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც წყვილს შვილი შეეძინა და სამოქალაქო რეესტრში დაარეგისტრირა.
გოგიტა ხიმშიაშვილი მკლავჭიდელია, რამდენიმეგზის საქართველოს ჩემპიონი ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. როგორც თვითონ აცხადებს, ჯარიმის გადახდა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. სოციალურად დაუცველ ოჯახს ჯარიმის გადასახდელი თანხა არ გააჩნია. ხიმშიაშვილი სამართალდამცველებს საქმის შეწყვეტას სთხოვს.