კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

კიევში ქართველი კანონიერი ქურდი კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად „კახა ტბილისსკი“ დააკავეს.
ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორაგველიძე უკრაინის ფარგლებს გარეთ გააძევეს. მსგავსი შემთხვევა „კახა ტბილისსკის“ გასული წლის ივნისშიც მოუვიდა.
ორაგველიძის მოწინააღმდეგე ბანაკის კრიმინალური ავტორიტეტები ამბობენ, რომ ის უკრაინის გავლით ევროპაში გადასვლას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
„პრაიმ კრაიმი“ ასევე იუწყება, რომ ორაგველიძესა და შაქრო კალაშოვს შორის ბოლო დროს უთანხმოება მოხდა და შაქრომ ის მოსკოვში, “მთავარ ოფისში“ დაიბარა, თუმცა ორაგველიძე ყველანაირად ცდილობს, იქ ჩასვლას თავი აარიდოს. კალაშოვის უკმაყოფილება ორაგველიძის და სხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია, რომლის დროსაც, „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, ორაგველიძე ხან ერთი, ხან მეორე დაჯგუფების მხარეს იკავებდა. ამიტომაც შაქრო კალაშოვმა მასთან შეხვედრა და სერიოზული საუბარი ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები