ე.წ. კაბელების საქმე დღეს ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის დაკითხვა იგეგმება. ადვოკატის თქმით, ისევე როგორც სხვა ბრალდებულები, ისიც დაადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს უკანონო შესყიდვა არ განუხორციელებია. დაცვის მხარე, უკვე არსებული ჩვენებებიდან გამომდინარე, გამამართლებელ განაჩენს ელოდება, რადგან, მათი განმარტებით, ბრალდებულთა დანაშაული არ დასტურდება.