აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთს აფრთხილებს

იმ შემთხვევაში თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ბრძანებას გასცემს, დაიწყოს ძლიერი საარტილერიო შეტევები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, აზერბაიჯანის მხარე სომხეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოწუდოებს.
„მას შემდეგ, რაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრახი და დანაკარგი განიცადეს ფრონტის ხაზზე, დაიწყეს აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაცხრილვა. მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებებისა, სომხეთი დგამს არადამიანურ ნაბიჯებს და აიძულებს აზერბაიჯანის მხარეს მიიღოს ადეკვატური ზომები.
აზერბაიჯანის მხარე მოუწოდებს სომხეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
ამასთან ვაცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ბრძანებას გასცემს, დაიწყოს ძლიერი საარტილერიო შეტევები ხანქენდიზე და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები