შსს-მ გლდანში მომხდარი მკვლელობა გახსნა – ეჭვმიტანილები თიანეთში დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ესტატე მ. და 1992 წელს დაბადებული კახა ი. თიანეთში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ესტატე მ.-მ მიმდინარე წლის 4 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, გლდანის რაიონში, რამდენიმე საათით ადრე მომხდარი დაპირისპირების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებული თორნიკე ვ. და 1988 წელს დაბადებული ლევან ხ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და თანმხლებ პირთან – კახა ი.-სთან ერთად მიიმალა. თორნიკე ვ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლევან ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში.
გამოძიება ესტატე მ.-ს მიმართ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). კახა ი.-ს მიმართ გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები