სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მომსამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, რიგითი ვლადიმერ მაისურაძე გუშინ ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
”I კლასის რიგითი ვლადიმერ დურმიშხანის ძე მაისურაძე, დაბადებული 10.04.1995, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ალში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 2014 წლის 16 მაისიდან. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასულში.
იმყოფებოდა დათხოვნაში. გუშინ მეზობლის საბძელში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი. ვინაიდან დათხოვნაში იმყოფებოდა, საქმეს იძიებს ხაშურის რაიონული პოლიცია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები