შსს-ს გორის პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი შსს-ს გორის პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტია. შემთხვევა 2 აპრილს მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.