სააპელაციო სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ლევან ჩაჩუა გაამართლა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. საქალაქო სასამართლოს შემდეგ ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი უდანაშაულოდ სააპელაციო სასამართლომ ცნო.
ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ გამამართლებელ განაჩენს ელოდა. მას პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ელოდება, რომელსაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ გასული წლის მარტში ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები