გლდანში 22 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს

წუხელ, გლდანში 22 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს. „კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს ორი ტყვია თავის არეში, ორი კი მუცლის არეში აქვს მოხვედრილი. ის ადგილზე გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, სროლების შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები