ჯეიმს აპატურაი: მივმართავთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი

სერიოზულად ვართ შეწუხებულნი მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
ჯეიმს აპატურაი ყველა მხარეს მიმართავს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ.
“ჩვენ სერიოზულად ვართ შეწუხებულნი მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, რის შესახებაც ვრცელდება ცნობები. მივმართავთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი და ყველა საჭირო ღონე იხმარონ, რათა ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს”, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები