სამეგრელოში სამართალდამცველებმა 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

 

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში სამართალდამცველებმა 35 წლის გოგა ჯიშკარიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიშკარიანი იმ დროს დაიჭრა როდესაც პოლიცია მის აყვანას ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცდილობდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯიშკარიანი ოპერატიულ – საგამოძიებო ღონისძიების დროს დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები