ჩრდილოეთ კორეაში ფეისბუქი, ტვიტერი და იუთუბი აკრძალეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებს – ფეისბუქსა და ტვიტერს, ასევე ვიდეოჰოსტინგ იუთუბს დაბლოკავს. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სამხრეთ კორეული საიტებიც დაიბლოკება. ჩრდილოეთ კორეის ფოსტისა და კომუნიკაციების სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის წინააღმდეგ ცრუ პროპაგანდის დაუშვებლობისთვის და სექსუალური ხასიათის საიტების დასაბლოკად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები