„კეზერაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიას“ ვიზალიბერალიზაციის დასაბლოკად ქრთამი მისცა“

საინფორმაციო სააგენტო world news-ი „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერ ჯოზეფ დოლიზე ჟურნალისტ ალბერტ გაბანას სტატიას აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ „სახალხო პარტია“ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ჩაშლას განზრახ ცდილობს და ამაში „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ჯოზეფ დოლის თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, დავით კერზერაშვილისგან დიდი ფული აქვს აღებული.
„13 მარტს „ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოზე დეკლარაცია მიიღო, რომელშიც საქართველოს მთავრობას დემოკრატიის პრინციპების დარღვევაშა, ასევე სასამართლო სისტემისა და მედიასაშუალებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
სწორედ ეს დაასახელა „სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლიმ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზეზად. „ევროპის სახალხო პარტიას“ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰყავს ევროპარლამენტში და გადაწყვეტილების დაბლოკვა მას არ გაუჭირდება“, – წერს world news-ი.
world news-ის ცნობით, ჯოზეფ დოლიმ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური ძალა დააკვირდება საქართველოს მთავრობის ქმედებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ევროპელებს კარგად ახსოვთ, რომ 2012 წელს მწვანეთა ფრაქციის წარმომადგენლებმა, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილისგან დიდი ოდენობის დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს, რის სანაცვლოდაც ეს პარტია სააკაშვილის რეჟიმის ლობირებას ეწევა ევროკავშირის ქვეყნებში.
სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მმართველობის პერიოდში თავი გამოიჩინა პოლიტიკური რეპრესიებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ციხეში სვამდა და აწამებდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ფაქტები არაერთხელ დააფიქსირეს საერთაშორისი ორგანიზაციებმა. ამის ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა სოციალურ ქსელში.
მიუხედავად ამისა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობა სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ , ხოლო ადამიანების წამების ფაქტს მონტაჟს უწოდებდა. 2012 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ძალადობისა და მკველელობების მასობრივი ფაქტების გამო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნები ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად სააკაშვილი უკრაინაში წავიდა. იქ ის ვაშინგტონის მხარდაჭერით ოდესის გუბერნატორი გახდა“, – წერს world news-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 მარტს „სახალხო პარტიის“ ლიდერი ჯოზეფ დოლი თბილისში იმყოფებოდა. მან ციხეში მყოფი სააკაშვილის მაღალჩინოსნები მოინახულა და მათი გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი დაემუქრა, რომ თუ ამას არ გააკეთებს, ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხს შეაჩერებს.
„საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და სააკაშვილს არ აწყობს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციით მიღებული პოლიტიკური დივიდენდები. სააკაშვილის სურვილია, რომ ვიზალიბერალიზაცია საკუთარ პარტიას მიაწეროს და ჯოზეფ დოლის ის საქართველოს მთავრობის დაშანტაჟებისა და ევროპარლამენტში საკითხის დაბლოკისთვის იყენებს.
ჩვენმა იტალიელმა მეგობრებმა, „ევროპარლამენტში სახალხო პარტიის“ ფრაქციის წევრებმა გვაცნობეს, რომ გასული წლის აპრილში ჯოზეფ დოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს შეხვდა და მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ დაფინანსების გაგრძელების საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
ფრაქციის დახურულ სხდომაზე დოლიმ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთელს წარადგენენ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უწევს რეკომენდაციას, ხოლო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტში ისე დაბლოკავენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ მოხვდეს.
უახლოეს პერიოდში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, ჯოზეფ დოლის კორუფციულ გარიგებებს და „ევროპის სახალხო პარტიის“ სხვა წევრთა უკანონო ქმედებებს განიხილავს“, – წერს გამოცემა world news-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები