ობამა – ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრის საშიშროება არსებობს
გლობალური უსაფრთხოებისთვის ძირითადი გამოწვევა ექსტრემისტების ხელში ბირთვული იარაღის შესაძლო მოხვედრაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ამჟამად არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას თავის არსენალში მასობრივი განადგურების იარაღი არა აქვს, მაგრამ „ისლამური სახეწლმწიფოს“ და სხვა დაჯგუფებების ხელში მისი მოხვედრის შანსი დღესაც ძალზე მაღალია.
„ეჭვგარეშეა, რომ თუ ისინი უგუნურების ბირთვულ ბომბს ან ბირთვულ მასალებს მიიღებენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლას შეეცდებიან. ჩვენ რისკები საგრძნობლად შევამცირეთ, მაგრამ ბირთვული ტერორიზმის საფრთხე დღესაც არსებობს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან დაკაშირებით ობამა იმ ობიექტების დაცვის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა, სადაც პლუტონიუმი და გამდიდრებული ურანი ინახება. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ასეთი ობიექტების დაცვა უკვე გააძლიერა.