სალაჰ აბდესლამის ძმის მტკიცებით, ტერორისტმა სტადიონზე „შაჰიდის ქამარი“ განზრახ არ ააფეთქა
პარიზის ტერაქტების მთავარმა ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან „შაჰიდის ქამარი“ განზრახ არ ააფეთქა. ამის შესახებ სალაჰის ძმამ, მოჰამედმა ტელეკომპანია BFM TV-ს ეთერში განაცხადა.
„ამის გაკეთება რომ მდომებოდა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა“, – უთხრა აბდესლამმა ძმას.
მოჰამედ აბდესლამმა ასევე აღნიშნა, რომ სალაჰი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამჟამად ბელგიიდან საფრანგეთში ექსტრადირებას ელოდება. სალაჰ აბდესლამი ასევე ამბობს, რომ ის ტერაქტების ორგანიზატორი არ არის და პარიზის ტერაქტების დროს ბოლომდე საქმის კურსში არ იყო, რა უნდა მომხდარიყო და სად მოხდებოდა თავდასხმა.