ქუთაისში 88 წლის სოციალურად დაუცველი გაძარცვეს
ქუთაისში სოციალურად დაუცველი, 88 წლის გოგი გრძელიძე გაძარცვეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს – ინფორმაცია ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესამსახურში განმარტავენ, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში დააკავეს. თუმცა, იგი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უკვე გათავისუფლდა. დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მას ექსპრეტიზა უტარდება. ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ უკვე ბრალის წაყენება მოხდება. ფაქტზე გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.