დიდ ბრიტანეთში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ჯუნიდ ჰანია, რომელიც ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში ლეიკენხიტის ავიაბაზაზე მსახურობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუნიდ ჰანი ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაცით, ხანი ყოველდღიურად გადაადგილდებოდა მარშრუტით, რომელიც ლეიკენხიტის ავიაბაზის და რამდენიმე სხვა ავიაბაზის მახლობლად გადიოდა. ხანი ავტოკატასტროფის ინსცენირებას აპირებდა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეზე დანით თავდასხმას გეგმავდა. პოლიციის ინფორმაციით, ხანი ასევე ინფორმაციას აგროვებდა იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება ბომბის დამზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები