ჰანს-დიტრიხ გენშერი გარდაიცვალა

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ უწყებას 1974-დან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მთელი ცხოვრება გენშერი გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. მან გერმანიის გაერთიანებაში დიდი წვლილი შეიტანა. გენშერი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ გალეში დაიბადა. 1952 წელს ის საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში გადავიდა, სადაც იურიდიული განათლება მიიღო და პოლიტიკით დაკავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები