ირაკლი ოქრუაშვილი: თუ გორის მერი საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება

„თუ გორის მერი საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება“,- აღნიშნული მუქარის შემცველი განცხადება გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, გორის მერი დიზონავრების პერიოდის გადმონაშთია.
“ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება გარეთ. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე “დამოკლეს მახვილი” დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია, რომელს გადაწყვეტს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
დღეს გორში გამართულ საკრებულის სხდომაზე დეპუტატები და მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაურის მიზეზი კი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული ის საკითხი გახდა, რომელიც ყოფილი ბაზრის სიახლოვეს დროებით ბაზრის მოწყობას ითვალისწინებს. მოვაჭრეები აღნიშნული ინიციატივის მომხრეები არიან, თუმცა, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და დეპუტატთა დიდი ნაწილი მას ეწინააღმდეგება, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები