მამუკა ვასაძე: გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა შეუძლებელია

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცრება შეუძლებელია. ამის შესახებ ვასაძემ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“გუშინ გავრცელებულ კადრებს რაც შეეხება, იმ კადრებით იდენტიფიცირება – არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ან ვინ არის ამ კადრებზე ასახული, ან არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ამ კადრებზე – შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ ვიდეოთი რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი შეიძლება იყოს”, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები