ირანში მიწისძვრა მოხდა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები

ირანში 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სააგენტო „ირნას“ ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კიარში სახლები დაზიანდა, ზოგიერთი ნაგებობა დაინგრა. მიწისძვრის შემდეგ ირანში ანტიკრიზისული შტაბი შეიქმნა. დაზარალებულ ქალაქში უკვე გააგზავნეს სამაშველო ბრიგადები. ისინი დაზარალებულებს დაეხმარებიან და ზარალს დაითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები