რა მასალა ამოიღო მთავარმა პროკურატურამ თბილისში 25 საცხოვრებელი მისამართიდან

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების საქმის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 25 საცხოვრებელი მისამართია გაჩხრეკილი.
მისივე თქმით, ამოღებულია საკმაოდ ვრცელი მასალა, რომელზეც ექპერტიზა მიმდინარეობს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მამუკა ვასაძემ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტების კითხვებს საქმის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არ უპასუხა.
„გამოძიების ცალკეულ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. როგორც უკვე გითხარით, გაჩხრეკილია 25 საცხოვრებელი მისამართი თბილისის მასშტაბით და ამოღებულია საკმაოდ ვრცელი მასალა, რომელზეც ექსპერტიზა მიმდინარეობს. დეტალებზე ვერ ვისუაბრებთ ამ ეტაპზე“,-აღნიშნა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები