Hack the Pentagon – პენტაგონი საკუთარ ქსელზე ჰაკერულ შეტევას ამზადებს
პენტაგონმა სპეციალური პროგრამის (Hack the Pentagon), მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. მისი მიზანია, საკუთარი კომპიუტერული სისტემების დაცულობის შემოწმება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, პიტერ კუკის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე ჰაკერები მუშაობას 18 აპრილიდან შეუდგებიან.
მათ 12 მაისამდე პენტაგონის კომპიუტერულ სისტემებში სუსტი ადგილები უნდა მოძებნონ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს და იმ პირებს, ვინც ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებში ეჭვმიტანილი არ არის. ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჰაკერები იმ პროგრამებსა და სისტემებში არ იმუშავებენ, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გასულ წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ ქსელებზე რამდენჯერმე მოხდა კიბერშეტევა. 2015 წლის აპრილში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ პენტაგონის ქსელში რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს.