სამართალდამცავებმა ჭიათურაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიათურის რაიონის სოფელ ქვედა ბერეთის მიმდებარედ სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ცაცხვის და წაბლის სახეობის პირველი ხარისხის ხეები. უკანონოდ მოჭრილი ხის საერთო მოცულობა 4,449 კბმ-ს შეადგენს. გარემოზე მიყენებული ზიანი 1616,40 ლარს აღწევს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები