სანქტ-პეტერბურგში ჟურნალისტი მოკლეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, საკუთარ ბინაში ჟურნალისტი დიმიტრი ცილიკინი გარდაცვლილი იპოვეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 54 წლის დიმიტრი ცილიკინს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ბოლოს ის ნათესავებს ერთი კვირის წინ დაუკავშირდა, როდესაც რიგიდან, მივლინებიდან დაბრუნდა. ცილიკინი ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა. ის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე, მეხუთე არხზედა „ეხო პეტერბურგზე“ გადაცემების ავტორი და წამყვანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები