მაგდა პაპიძის დედა: არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა

ჩემი აზრით, ეს მკვლელობა კაცის ხელითაა ჩადენილი – ამის შესახებ მაგდა პაპიძის დედამ, ლიანა შამუგიამ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩემი აზრით, ეს მკვლელობა კაცის ხელითაა ჩადენილი. მაგდას დნმ არ ემთხვევა ომარის ნაკაწრს. ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, რომ ამას გოგო ვერ იზამდა”,- აცხადებს შამუგია.
პაპიძის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს.
“მაქვს ვერსია, რომ არ არის გამორიცხული, ეს ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა. ეს შეიძლება ყოფილიყო ბერძენიშვილი, რადგან პროკურორი ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შესული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა, პირველი ზარი ვისი იყო. პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო ოთარ ბერძენიშვილი. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა მაგდა პოლიციამ წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დროს უბანში იყო, თუმცა პროკურორებმა მითხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილი სხვაგან, ოჯახის წევრებთან დააფიქსირეს. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ეს ყველაფერი საეჭვოდ ჟღერს”, – განაცხადა ლიანა შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები