ანი ნადარეიშვილმა გამოძიების შეკითხვებს არ უპასუხა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ადვოკატ გიორგი ონიანთან ერთად მთავარ პროკურატურა დატოვა. გამომძიებლებმა ანი ნადარეიშვილს შეკითხვები შალვა თათუხაშვილზე და მასზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე დაუსვეს. თუმცა ნადარეიშილმა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიზეზად ბაჩო ახალაიას მეუღლემ ის გარემოება დაასახელა, რომ თათუხაშვილის საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის.