ანი ნადარეიშვილი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი მთავარ პროკურატურაში ადვოკატ გიორგი ონიანთან ერთად მივიდა. როგორც ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განუცხადა, საგამოძიებო უწყებას მასთან შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.