ეგვიპტური თვითმფრინავის გამტაცებელი რვა დღე-ღამით დააკავეს

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელი საიფ ელ-დინ მუსტაფა კვიპროსის სასამართლომ რვა დღე-ღამით დააკავა.
თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, მუსტაფამ 28 მარტს გაიტაცა და პილოტებს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მისი დასმა აიძულა.
გამტაცებელი საიფ ელ-დინ მუსტაფას, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ საჰაერო ხომალდის გატაცებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ფლობაში, ხალხის გატაცებასა და მუქარაში. ოფიციალურად მას ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენეს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მუსტაფა სასამართლოს წინაშე წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები